Wednesday, June 29, 2016

დღეს გავეცანით განმავითარებელ შეფასებას,დროში გაწერილ შეფასების გეგმას,შეფასების ფორმების შექმნას .ყველაფერი ეს მე დამეხმარება განვსაზღვრო პროექტისათვის სჭირო მოსწავლეთა წინარე ცოდნა ,მათი მზაობა,შესაძლებლობები. განვსაზღვრო რა ინსტრუმენტები გამოვიყენო  იმისათვის რომ,რომ პროექტზე მუშაობა იყოს საინტერესო და სახალისო,როგორ ჩამოვაყალიბო შეფასებები და როგორ ვაწარმოო მონიტორინგი.როგორ მოვიქცე პროექტის დასრულების შემდეგ და რა მასალები უნდა იყოს შექმნილი პრეზენტაციებისათვის. მადლობა ტრენერ ირინა მარკოზაშვილს ესოდენ ნაყოფიერი დღისთვის.

Monday, June 27, 2016

დღე შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო.,ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი კითხვების ჩამოყალიბება.კითხვების დასმა დამეხმარება მოსწავლეების აზროვნების სწორ წარმართვაში.პროექტის აზრის ფოკუსირებაში. შევისწავლეთ თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტისათვის საჭირო მიზნები და სტანდარტები.

Friday, June 24, 2016

დავიწყე პროექტული სწავლება.გავიგე პროექტის მნიშვნელობა და დანიშნულება მომავალი თაობის სწავლა განათლების საქმეში.პროექტით სწავლება მეტად საინტერესო და აქტუალურია.პროექტით სწავლება მე დამეხმარება მეტად დავაინტერესო მოსწავლეები,ავუმაღლო მოტივაცია,დავისახოთ მიზნები,აქტივობები,რომლებიც ესგ გათვალისწინებულ შედეგებამდე მიგვიყვანს.