Monday, July 11, 2016



 სასწავლო პროექტების დანერგვა სკოლის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია.
სასწავლო პროექტები  ეფექტური საშუალებაა იმისთვის,რომ მასწავლებლებმა  გავააქტიუროთ  მოსწავლეთა წინარე ცოდნა-უნარები და მასზე დავაშენოთ ახალი ცოდნა, ახალი მასალა და დამოკიდებულებები.
პროექტი არ არის მიღება გადაცემის აქტი,არამედ ის არის კვლევა ძიების, მოსწავლის მიერ წამოჭრილ პრობლემასა და მის გადაჭრაზე ორიენტირებული მოქნილი აქტივობების დაგეგმვა.
პროექტის აქტივობები უნდა იყოს მოქნილი და მრავალმხრივი. მოსწავლის ინტერესსა , საჭიროებებსა და ეშსაძლებლობებს მორგებული.პროექტის დროს აუცილებელია კვლევა,  ძიება.
პროექტის  მსვლელობის დროს გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ინსტრუმენტები და ორგანაიზერები.
მოსწავლე მასწავლებელმა ეტაპობრივად უნდა გავიაროთპროექტის მთელი გზა.მოსწავლეს ხარაჩო უნდა დავუდგათ უჩინრად ,მეტი გასაქანი უნდა მივცეთ მის დამოუკიდებელ მუშაობას.
ამ პროექტმა მასწავლა პროექტის სწორი დაგაგმვა და ჩამოყალიბება,პროექტის აზრის ფიკუსირება,მოსწავლეთა წინარე ცოდნასა ,შესაზლებლობასა და საღიროებებზე ორიენტირება.სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება პროექტის მსვლელობის დროს.მასწავლა როგორ მოვახდინო დროული დაკვირვება და უკუკავშირი, შევაფასების სტრატეგიები.
ყველაფერი ეს დამეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაში და მოსწავლეთა ზედა დონის უნარჩვევის განვითარებაში.
მინდა, მასწავლებელთა სახლს და პირადად ჩვენ ტრენერ, ირინა მარკოზაშვილს მადლობა გადავუხადო ესოდენ  საჭირო და  საინტერესო ტრენინგისათვის.

Wednesday, July 6, 2016

დღეს გავეცანი შეფასების ის ფორმები და ინსტრუმენტები ,რომლებიც გამომადგება პროექტის განმავლობაში,რადგანაც  მნიშვნელოვანია,როგორ შევაფასო მოსწავლე სწავლის პროცესში, როგორ მოვახდინო უკუკავშირები, რათა გამოვავლინო პროცესის სირთულეები.პროექტის დროს ცხადია უნდა შემეძლოს ჩეკლისტების რუბრიკების შექმნა და გამოყენება. მნიშვნელოვანია როგორ განვსაზღვრავ აქტივობებსა და დავალებებს და რამდენად სწორად შევარჩევ შეფასების სტრატეგიებს,რომ მივაღწიო მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარჩვევის განვითარებას. წინასწარი დაგეგმვა დამეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული პროექტის განხორციელებაში.

Monday, July 4, 2016

 გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შფასების მსვლელობას.სავარაუდო ნაშრომი დაეხმარება მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. გავეცანი კვლევის საკითხების  დაგეგმვას. კვლევის მასალების   დიაგრამების სახით წარმოდგენას.

Friday, July 1, 2016

ვიჯელეთ უკუკავშირის მეთოდებზე. გავიგეთ რომ , უკუკავშრი სასარგებლოა როგორც პროექტის ავტორისათვის ასევე შემფასებლისათვის.
გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.
გავითვალისწინეთ რა კრიტერიუმები გავითამაშეთ უკუკავშირის სიმულაციები წყვილებში,რომელმაც დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები,გამოიკვეთა მიზნობრიობა და გავერკვიეთ პროექტის მსვლელობაში.
გავეცანით საავტორო უფლებებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები. ვეთანხმები გამოყენებული ლიტერატურის აღნიშვნის აუცილებლობას,რადგან ინფორმირებული იყოს ყველა ის ადამიანი რომელიც პროექტს გაეცნობა.
დავინახე საკომუნიკაციო საშუალების დადებითი მხარე კოლეგებთან თანამშრომლობისა.