Monday, July 11, 2016



 სასწავლო პროექტების დანერგვა სკოლის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია.
სასწავლო პროექტები  ეფექტური საშუალებაა იმისთვის,რომ მასწავლებლებმა  გავააქტიუროთ  მოსწავლეთა წინარე ცოდნა-უნარები და მასზე დავაშენოთ ახალი ცოდნა, ახალი მასალა და დამოკიდებულებები.
პროექტი არ არის მიღება გადაცემის აქტი,არამედ ის არის კვლევა ძიების, მოსწავლის მიერ წამოჭრილ პრობლემასა და მის გადაჭრაზე ორიენტირებული მოქნილი აქტივობების დაგეგმვა.
პროექტის აქტივობები უნდა იყოს მოქნილი და მრავალმხრივი. მოსწავლის ინტერესსა , საჭიროებებსა და ეშსაძლებლობებს მორგებული.პროექტის დროს აუცილებელია კვლევა,  ძიება.
პროექტის  მსვლელობის დროს გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ინსტრუმენტები და ორგანაიზერები.
მოსწავლე მასწავლებელმა ეტაპობრივად უნდა გავიაროთპროექტის მთელი გზა.მოსწავლეს ხარაჩო უნდა დავუდგათ უჩინრად ,მეტი გასაქანი უნდა მივცეთ მის დამოუკიდებელ მუშაობას.
ამ პროექტმა მასწავლა პროექტის სწორი დაგაგმვა და ჩამოყალიბება,პროექტის აზრის ფიკუსირება,მოსწავლეთა წინარე ცოდნასა ,შესაზლებლობასა და საღიროებებზე ორიენტირება.სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება პროექტის მსვლელობის დროს.მასწავლა როგორ მოვახდინო დროული დაკვირვება და უკუკავშირი, შევაფასების სტრატეგიები.
ყველაფერი ეს დამეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაში და მოსწავლეთა ზედა დონის უნარჩვევის განვითარებაში.
მინდა, მასწავლებელთა სახლს და პირადად ჩვენ ტრენერ, ირინა მარკოზაშვილს მადლობა გადავუხადო ესოდენ  საჭირო და  საინტერესო ტრენინგისათვის.

No comments:

Post a Comment